ხარისხი, რომელიც ყოველთვის მოდაშია!

ავეჯი, რომელიც აკმაყოფილებს ნებისმიერ გემოვნებას. ავეჯი, რომელიც დამზადებულია იტალიაში.

ჩვენს შესახებ სიახლეები

ჩვენს შესახებ

"იტალდიზაინი" ერთ-ერთი პირველი სოლიდური კომპანიაა, რომელიც 1998 წლიდან აწარმოებს იტალიური ავეჯის იმპორტს საქართველოში და დღემდე, მყარ პოზიციას ფლობს ქართულ ბაზარზე.

წლების განმავლობაში "იტალდიზაინს" მრავალი დიდი პროექტი აქვს განხორციელებული, გამარჯვებულია სამთავრობო რეზიდენციების, საქართველოს ეროვნული ბანკის, თიბისი ბანკის სათავო ოფისისა და მარჯანიშვილის ფილიალის, სახელმწიფო ტელევიზიის და სხვა სოლიდური ორგანიზაციებისთვის გამართულ არაერთ ტენდერში.

მიზანი

კომპანიის მიზანი არ არის უბრალოდ ავეჯის გაყიდვა. მისი პოლიტიკაა, შესთავაზოს კლიენტებს მომსახურეობის სრული პაკეტი: დიზაინ-პროექტების დამზადება, ნებისმიერი სახის და, რაც მთავარია, ნებისმიერი კლასის ავეჯით უზრუნველყოფა, ადგილზე მიტანა, მონტაჟი და საგარანტიო მომსახურეობა.

"იტალდიზაინს" მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობა აქვს ავეჯის მწარმოებელ ასზე მეტ იტალიურ ქარხანასთან, რომელთა პროდუქცია გამოირჩევა მაღალი ხარისხით, დახვეწილი დიზანით და ოპტიმალური ფასებით.

კომპანია დღეს

კომპანია ყოველწლიურად ესწრება იტალიაში მოწყობილ ავეჯის გამოფენებს. შესაბამისად, ხდება შოურუმის მუდმივი განახლება, რაც საშუალებას აძლევს კომპანიას, ქართველ მომხმარებელს გააცნოს ავეჯის თანამედროვე მოდის ტენდენციები.

"იტალდიზაინის" მაღალკვალიფიციური სპეციალისტები მაქსიმალურად ცდილობენ კლიენტებისთვის კომფორტის შექმნას. გადახდის ხელსაყრელი პირობები და მაღალი ხარისხის მომსახურეობა წლიდან წლამდე ზრდის მადლიერ კლიენტთა რაოდენობას, რაც ბიზნესის განვითარებისთვის საუკეთესო საშუალებაა.

background

სიახლეები

გამოიწერეთ ჩვენი კომპანიის სიახლეები და მიიღეთ ისინი პირდაპირ თქვენს საფოსტო მისამართზე.

დაგვიკავშირდით

ჩვენთან დასაკავშირებლად გამოიყენეთ თქვენთვის მოსახერხებელი საშუალება, რომელიც მოცემულია ქვევით.

(+995 32) 234 6555
(+995) 551 560508

დ. უზნაძის ქუჩა 4, 0102,
თბილისი, საქართველო

info@italdesign.net
office@italdesign.net